თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებს იტალიაში გაჰყვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები იტალიაში გაემგზავრა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი მასპინძელ იტალიასთან უნდა ითამაშოს, ხოლო 1 სექტემბრიდან საკუთარ დედაქალაქ თბილისში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს უნდა უმასპინძლოს.

ტრავმის სირთულის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების კაპიტანი – თორნიკე შენგელია, ნაკრებს იტალიაში გაჰყვა.

თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებს იტალიაში გაჰყვა 1

შეგახსენებთ, რომ იტალია – საქართველოს მატჩი 27 აგვისტოს, იტალიაში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: თენგიზ პაჭკორია

თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებს იტალიაში გაჰყვა

სტატიის ავტორი
-