თორნიკე შენგელიას 18 ქულა და მორიგი გამორჩეული შეხვედრა რუსეთის ჩემპიონატში

VTB United League-ის მორიგ ტურში თორნიკე შენეგელიას “ცსკა” გასვლაზე “უნიქსს” დაუპირისპირდა და მასპინძელი გუნდი ანგარიშით 76:83 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო თორნიკე შენგელია, რომელმაც ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო.

ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 31:17 წუთი ითამაშა, რა დროშიც მის ანგარიშზე 18 ქულა და 12 მოხსნაა.

10 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ “ცსკა”-ს 8 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს, აღსანიშნავია, რომ ქართველი კალათბურთელის გუნდმა ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო.

“ცსკა” VTB ლიგაში მორიგ შეხვედრას 3 იანვარს “ნიჟნი ნოვგოროდის” წინააღმდეგ გამართავს.

ასევე იხილეთ, თორნიკეს გამორჩეული მომენტები “უნიქსთან” შეხვედრაში: 

თორნიკე შენგელიას 18 ქულა და მორიგი გამორჩეული შეხვედრა რუსეთის ჩემპიონატში 1

თორნიკე შენგელიას 18 ქულა და მორიგი გამორჩეული შეხვედრა რუსეთის ჩემპიონატში

სტატიის ავტორი
-