შენგელიას და ჯენინგის ბასკონია ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

თორნიკე შენგელია და მეტ ჯენინგი ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ. გუშინ, 23 ივნისს, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის A ჯგუფის მატჩში, თორნიკე შენგელიას ბასკონიამ „უნიკახა“ მინიმალური სხვაობით 87:86 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

თორნიკე შენგელიამ 27 წუთი ითამაშა, რა დროშიც მისი მონაგარი 9 ქულა, 4 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა იყო. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ნატურალიზირებულ წევრს – მეტ ჯენინგს, მან პარკეტზე 12 წუთი დაჰყო, რა დროშიც 5 ქულას მოუყარა თავი.

ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ იქნება ბასკონიას მეტოქე ნახევარფინალურ მატჩში.

იხილეთ მატჩის მიმოხილვა

შენგელიას და ჯენინგის ბასკონია ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა 1

შენგელიას და ჯენინგის ბასკონია ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

სტატიის ავტორი
-