თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ევროლიგის მე-3 შეხვედრა ჩაატარა

17 ოქტომბერს, თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ევროლიგის ეგიდით რიგით მე-3 შეხვედრა ჩაატარა.

ესპანელები გასვლით მატჩში “ფენერბახჩეს” დაუპირისპირდნენ და შეხვედრა მარცხით დაასრულეს. თურქები მე-3 და მე-4 მეოთხედებში სრულად დომინირებდნენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, დე კოლოს ბრწყინვალე ასპარეზობა, რომელმაც საკუთარ გუნდს 39 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია – 87:80 ფენერბახჩეს სასარგებლოდ.

რაც შეეხება ქართველ ლეგიონერს მან პარკეტზე 24 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 18 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

 

“ბასკონია” ევროლიგაზე 1 მოგებითა და 2 მარცხით ამ ეტაპისათვის მე-13 პოზიციაზე იმყოფება. ესპანელები მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს ჩაატარებენ, სადაც ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში საშინაო არენაზე “რეალ ბეტისს” უმასპინძლებენ.

თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ევროლიგის მე-3 შეხვედრა ჩაატარა

სტატიის ავტორი
-