თორნიკე შენგელიას მორიგი აღიარება – ტურის საუკეთესო მოთამაშე

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში 25-ე ტური დასრულდა, სადაც თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონიამ” “ტრენტოს” უმასპინძლა და “ოვერ ტაიმში” გაიმარჯვა.  შენგელიამ პარკეტზე 28 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლი გაიფორმა. ქართველის მონაგარი: 19 ქულა, 11 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა იყო.

თორნიკე შენგელია იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის 25-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონია” იტალიის სერია ა-ს ლიდერობს. მათ ანგარიშზე 25 მატჩიდან 22 გამარჯვებაა.

შემდეგ მატჩში “ვირტუს ბოლონია” სტუმრად “პესაროს” წინააღმდეგ ჩაატარებს.

თორნიკე შენგელიას მორიგი აღიარება – ტურის საუკეთესო მოთამაშე

სტატიის ავტორი
-