თორნიკე შენგელიასა და ბექა ბურჯანაძის მონაგარი ესპანეთის ჩემპიონატში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში რიგით მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა.

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” საკუთარ არენაზე გიორგი შერმადინის ყოფილ გუნდს – “უნიკახას” უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში მხოლოდ 1-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით – 77:78 დამარცხდნენ.

აღნიშნულ შეხვედრაში თოკოს მონაგარი ასეთია – 11 ქულა, 1 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა. რაც შეეხება მეთ ჯენინგს, რომელიც ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია, მან 16 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.

მესამე ეტაპის შეხვედრა გამართა ასევე ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიამ”, რომელნიც “მანრესას” ესტუმრნენ და ასევე დრამატულ ბრძოლაში 1-ქულით, ანგარიშით 74:75 გაიმარჯვეს.

ბექა ბურჯანაძემ პარკეტზე 24 წუთი და 30 წამი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი ჩაიწერა აქტივში.

 

თორნიკე შენგელიასა და ბექა ბურჯანაძის მონაგარი ესპანეთის ჩემპიონატში

სტატიის ავტორი
-