ცსკა 30 ქულით განადგურდა – შენგელია გუნდში ყველაზე შედეგიანია

ევროლიგის 28-ე ტურში “ცსკა” სტუმრად “ეფესს” დაუპირისპირდა და 30 ქულიანი სხვაობით, 100:70 განადგურდა.

მუხლის ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ თორნიკე შენგელიამ ტურნირზე მესამე თამაში ჩაატარა.

ქართველმა კალათბურთელი “ეფესთან” მატჩში მოსკოველების რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო. პარკეტზე გატარებულ 24 წუთში თორნიკემ 14 ქულა (9-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი, 4-დან 1 საჯარიმო) ჩააგდო. გარდა ამისა, მან 5 მოხსნას, 3 ასისტსა და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი. შენგელიამ “ეფესთან” ბურთი ხუთჯერ დაკარგა.

18 მოგებითა და 8 მარცხით “ცსკა” ევროლიგაზე მეორე პოზიციას იკავებს.

ცსკა 30 ქულით განადგურდა – შენგელია გუნდში ყველაზე შედეგიანია

სტატიის ავტორი
-