უიღბლო დებიუტი – ფრენკამპს საკმაო დრო გაუცდება

საქართველოს ნაკრებში ახალი ნატურალიზებული კალათბურთელის კონერ ფრენკამპის დებიუტი უიღბლო გამოდგა.

19 თებერვალს, სერბეთთან წაგებული თამაშის (66:92) მესამე მეოთხედში კონერის მიერ მიღებული ტრავმა საკმაოდ სერიოზულია.

ამერიკელი კალათბურთელი თებერვლის “ბაბლის” დასრულების შემდეგ ესპანეთში გაემგზავრა, სადაც გამოკვლევები ჩაიტარა – როგორც ცნობილი ხდება, ფრენკამპი კალათბურთს 2 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 25 წლის კონერი 2-3 კვირას გამოტოვებდა, თუმცა ესპანური Marca-ს თანახმად, საქმე გაცილებით რთულადაა.

“ქართული პასპორტი კონერისთვის ძვირი გამოდგა,” – ასეთი სათაურით აქვეყნებს Marca სტატიას.

უიღბლო დებიუტი – ფრენკამპს საკმაო დრო გაუცდება

სტატიის ავტორი
-