ვირტუსმა ევროლიგაში მოიგო – შენგელიამ 25 წუთი ითამაშა

თორნიკე შენგელიამ და “ვირტუს ბოლონიამ” ევროლიგის მე-13 ტურში, გერმანული ბერლინის “ალბა” მიიღეს და 9 ქულიანი სხვაობით, 85:76 გაიმარჯვეს.

მიმდინარე სეზონში ბოლონიის “ვირტუსისთვის” ევროლიგაში ეს მეხუთე გამარჯვება იყო.

თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა – თორნიკე შენგელიამ, რომელმაც საბოლოოდ პარკეტზე 25:15 წუთი გაატარა.

25-წუთში თორნიკე შენგელიას მონაგარი შემდეგი იყო: 9 ქულა (1/1 სამქულიანი), 2 მოხსნა, 1 დაფარება და 4 შედეგიანი გადაცემა. თოკოს მატჩში მარგი ქმედების კოეფიციენტი +8 ჰქონდა.

თორნიკე შენგელიას დაფარება ბერლინის “ალბას” წინააღმდეგ

ორივე გუნდის მხრიდან გამორჩეული ამერიკელი კალათბურთელი – კაილი უიმსი იყო, რომელმაც 16 ქულა ჩააგდო და მისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.

“ვირტუსი” ევროლიგაში შემდეგ მატჩს შინ, 16 დეკემბერს, თელ ავივის “მაკაბის” წინააღმდეგ გამართავს.

ვირტუსმა ევროლიგაში მოიგო – შენგელიამ 25 წუთი ითამაშა

სტატიის ავტორი
-