34 წლის ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია “დეტროიტ პისტონში” წარადგინეს.
ზაზა “დეტროიტს” სეზონის დასრულების შემდეგ ერთი წლით შეურთდა, სადაც სეზონში $2.4 მილიონს გამოიმუშავებს. ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ ახალი კლუბის მაისურით, დღეს ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.
ამ ფაქტს ფაჩულია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა
ზაზა ფაჩულიას “დეტროიტი” პირველ შეხვედრას 18 ოქტომბერს “ბრუკლინ ნეთსთან” გამართავს.