ზაზა ფაჩულიას აკადემიამ ოლიმპიაკოსი დაამარცხა!

ევროლიგის ახალგაზრდულ ტურნირზე ზაზა ფაჩულიას U18-მა გუნდმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა კალათბურთელებმა “ოლიმპიაკოსი” 78:72 დაამარცხეს. ზაზას აკადემიის რიგებში საუკეთესო ლუკა ალავიძე იყო, რომელმაც ბერძნების წინააღმდეგ 21 ქულა, 7 გადაცემა, 9 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ “ოლიმპიაკოსის” წინააღმდეგ 10 მოხსნა ჰქონდა ვაჩე გეგეშიძეს.

დაპირისპირება ძალიან დაძაბული გამოდგა და შეხვედრა თანაბრად მიმდინარეობდა. ბოლო მეოთხედის წინ ანგარიში 57:57 იყო, თუმცა ზაზა ფაჩულიას U18-მა გუნდმა გადამწყვეტ ეპიზოდში უპირატესობა მოიპოვა და ტურნირზე პირველად მოიგო კიდეც.

 

ზაზა ფაჩულიას აკადემიამ ოლიმპიაკოსი დაამარცხა!

სტატიის ავტორი
-