ლივერპული სეზონის ბოლოს რეალის ვარსკვლავის დამატებას ეცდება

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლივერპული” ზაფხულში მადრიდის “რეალის” ნახევარმცველის, ტონი კროოსის გადაბირებას გეგმავს და მზადაა ვეტერან ფეხბურთელს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.

32 წლის გერმანელს “სანტიაგო ბერნაბეუს” ბინადრებთან მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და მადრიდელთა პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივების შეთავაზებას არ აპირებს.

ესპანური გამოცემის, El Nacional-ის ცნობით, მადრიდელებმა შესაძლოა, სეზონის ბოლოს გერმანიის ნაკრების ყოფილი მოთამაშის კონტრაქტის გაყიდვა მოისურვონ.

Kroos has been with Madrid since joining from Bayern Munich in 2014 (Image: Alamy)

როგორც ამბობენ, “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი თანამემამულე ნახევარმცველის დიდი გულშემატკივარია და თავის გუნდში მისი ხილვა სურს.

მას შემდეგ,​ რაც 2014 წლის მიუნხენის “ბაიერნიდან” 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ტიტულოვან კლუბს შეუერთდა, ტონი კროოსმაბლანკოსების” მაისურით 340 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 83 საგოლე პასი გააკეთა და ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ ლა ლიგა და 4-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

ლივერპული სეზონის ბოლოს რეალის ვარსკვლავის დამატებას ეცდება

სტატიის ავტორი
-