ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო მატჩში, “ბარსელონას” ქალთა გუნდმა “რეალს” უმასპინძლა რა 5:2 სძლია, ორი მატჩის ჯამში კი 8:3 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.
ეს თამაში გამორჩეული იყო იმ ფაქტით, რომ ქალთა მატჩი “კამპ ნოუზე” ისტორიაში პირველად გაიმართა და რეკორდიც დამყარდა. კერძოდ, მატჩს 91,553 გულშემატკივარი დაესწრო რაც ქალთა ფეხბურთის ისტორიაში, დასწრების მხრივ მსოფლიო რეკორდია.
91,553 in the Camp Nou 🤯
Barcelona vs. Real Madrid set the world record for attendance at a women’s football game pic.twitter.com/kHSvDPDVwa
— B/R Football (@brfootball) March 30, 2022
“ბარსელონას” ქალთა გუნდს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, “არსენალი” – “ვოლფსბურგს” შორის გამარჯვებული შეხვდება.