არის მესამე ოქრო – გურამ ხეცურიანი ევროპის ჩემპიონია!

სერბულ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის 87 კგ. წონით კატეგორიაში გურამ ხეცურიანმა რუსი გაზი ხალილოვი  5:1 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. დღესვე ოქროს მედლები ნუგზარ წურწუმიამ და ლევან ქავჟარაძემ მოიპოვეს ხოლო ბრინჯაოს ბექა მამუკაშვილი დაეუფლა. ცოტა ხანში ფინალში  ზვიად პატარიძე იასპარეზებს. ხვალ ფინალში ასპარეზობის უფლება რამაზ ზოიძემ და გიორგი მელიამ მოიპოვეს.

არის მესამე ოქრო – გურამ ხეცურიანი ევროპის ჩემპიონია!

სტატიის ავტორი
-