ბურჯანაძის გუნდი მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა

ესპანეთის მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე გათამაშების ლიდერმა მადრიდის “რეალმა” შინ, “გრან კანარიას” 92:76 მოუგო. 

სტუმართა რიგებში, 15:31 წუთი ითამაშა ბექა ბურჯანაძემ და ამ დროში 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მოაგროვა.

ბურჯანაძის გუნდს 5 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს, რა მაჩვენებლითაც მე-11 ადგილზე იმყოფება. პირველ დეკემბერს “გრან კანარია” “ფუენლაბრადას” უმასპინძლებს.

ბურჯანაძის გუნდი მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა

სტატიის ავტორი
-