საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები 22-24 თებერვალს დიუსელდორფში, დიუსელდორფის გრანდ სლემზე იასპარეზებს.
ეროვნული ნაკრები 14 სპორტსმენით წარსდგება და აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ვაჟები მიიღებენ მონაწილეობას. შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
60 კგ – ჯაბა პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი გუგულაშვილი
73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი
81 კგ – ბექა დოღვანი, გიორგი კაციაშვილი
90 კგ – ავთანდილ ჭრიკიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი
100 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშ ტაველური
+100 კგ – ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის დიუსლედორფის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ორი მედალი მოიპოვა. ჩემპიონი ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი გახდა, ხოლო ლუხუმ ჩხვიმიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.