ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი: დღე III – საქმეში მძიმე წონა ერთვება

ძიუდოში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა. დღეს ბოლო საშეჯიბრო დღეა, სადაც 3 ქართველი იასპარეზებს: მიხეილ ბექაური (-90 კგ); ილია სულამანიძე (-100 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ).

მიხეილ ბექაური განთესილია და იგი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე თურქ – ომერ აიდინსა და ფინელ – არტურ კანევეტს შორის გამარჯვებული იქნება. თუ ბექაური დაძლევს რომელიმე მათგანის ბარიერს, 1/4 ფინალის საგზურს მოიპოვებს.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი – ილია სულამანიძე განთესილია და ასპარეზობაში 1/4 ფინალიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე ხორვატ – ფრანს ვუკიჩევიჩსა და ფრანგ – კენი ლივეზს შორის გამარჯვებული იქნება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ილიას საკმაოდ რეალური შანსი აქვს, რომ ზედიზედ მეორედ იზეიმოს ევროპის ჩემპიონობა.

რაც შეეხება საბა ინანეიშვილს, საბა განთესილი არ არის და ასპარეზობაში 1/8 ფინალიდან ჩაერთვება. მისი მეტოქე პოლონელი – იაკუბ სორდილი იქნება. პოლონური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი 1/4 ფინალში იგი რუს – ვალერი ენდორიცკისა და ისრაელის წარმომადგენელ – სერაფიმ კომპანიეზს შორის გამარჯვებულს დაუპირისპიდება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი: დღე III – საქმეში მძიმე წონა ერთვება

სტატიის ავტორი
-