ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი: დღე II – ეთერ ლიპარტელიანის იმედად

გუშინ, 16 ოქტომბერს, მაროკოს ქალაქ მარაკეშში სტარტი აიღო ძიუდოს ახალგაზრდულმა მსოფლიო ჩემპიონატმა, სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას 12 ფალავანი იცავს.

სამწუხაროდ საქართველოს ნაკრებისთვის პირველმა საშეჯიბრო დღემ წარუმატებლად ჩაიარა. პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრების ღირსებას -66 კგ წონით კატეგორიაში ლუკა კაპანაძე და გიორგი თუთაშვილი იცავდნენ. ლუკა კაპანაძე ნაადრევად, პირველივე ბრძოლაში დამარცხდა ბრაზილიელ – მიშელ მარსელინოსთან, რომელმაც საბოლოოდ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ხოლო რაც შეეხება გიორგი თუთაშვილს, გიორგიმ 2 ეტაპი წარმატებით დაძლია, თუმცა სამწუხაროდ მესამე ბრძოლაში რუმინელ – ლუსიან დუმიტრესკუ ბორსთან დამარცხდა და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა.

თბილისის დროით 12:00 საათზე სტარტს II საშეჯიბრო დღე აიღებს, სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას -57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი დაიცავს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეთერ ლიპარტელიანი საკუთარ წონაში პირველ ნომრად არის განთესილი. იგი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე კოლუმბიელ – ნიკოლ პენსუსა და უნგრელ – ანრეა კარმანს შორის გამარჯვებული იქნება.

ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი: დღე II – ეთერ ლიპარტელიანის იმედად

სტატიის ავტორი
-