ავთანდილ ჭრიკიშვილი ოსაკას გრანდ სლემს ტრავმის გამო გამოტოვებს

ხვალ, 23 ნოემბერს, ოსაკას გრანდ სლემი აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს სახელით 8 ფალავანი იასპარეზებს.

ნაკრების განაცხადში იყო ავთანდილ ჭრიკიშვილი, რომელიც სამწუხაროდ ოსაკას გრანდ სლემზე ვეღარ გამოვა, რადგან მას ტრავმა აწუხებს. ქართველმა მსოფლიოს ჩემპიონმა, ჰააგის გრანდ პრიზზე 1/4 ფინალში ჭიდაობის დროს მუხლის ტრავმა მიიღო და ბრძოლა ვეღარ განაგრძო.

ჭრიკიშვილის ტრავმას სოციალურ ქსელში ადასტურებს მისი ცოლი და შემდეგი პოსტით ეხმაურება:

ავთანდილ ჭრიკიშვილი ოსაკას გრანდ სლემს ტრავმის გამო გამოტოვებს

სტატიის ავტორი
-