ავთანდილ ჭრიკიშვილმა ბუდაპეშტის გრან პრი გამარჯვებით დაიწყო!

დღეს, 14 ივნისს, სტარტი აიღო ბუდაპეშტის გრან პრიმ, სადაც -90, -100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიები ასპარეზობენ.

მთავარი ძალა საქართველოს ნაკრებს -90 კგ-ში ჰყავს, სადაც ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი გამოდიან. -100 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს გიორგი ბერიაშვილი, ხოლო +100 კგ-ში კი ონისე ბუღაძე და გელა ზაალიშვილი.

ავთანდილ ჭრიკიშვილის მეტოქე პირველ რაუნდში პოლონელი – პიოტერ კუცზერა იყო, რომელიც ავთანდილმა მარტივად დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე მექსიკელ – ვიქტორ ოჩოასა და შვეიცარიელ – კირილ გროსკლაუსს შორის გამარჯვებული იქნება.

 

 

ავთანდილ ჭრიკიშვილმა ბუდაპეშტის გრან პრი გამარჯვებით დაიწყო!

სტატიის ავტორი
-