ბექა ღვინიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნა!

დღეს, 29 აგვისტოს, იაპონიაში გასამართი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მე-5 საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრების ღირსებას -90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი იცავს.

23 წლის ბექა ღვინიაშვილი ამ წონის ერთ-ერთი ლიდერია და შესაბამისად იგი განთესილი იყო. ბექა ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთო და მისი მეტოქე ინდოელი – დევიალ აია მისტრი იყო. ბექა ღვინიაშვილმა ინდოელი მეტოქე მარტივად დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც იგი ჰოლანდიელ – იესპერ სმინკსა და უკრაინელ – ქვეჯაუ ნჰაბალს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

აქვე მოგახსენებთ, რომ თავისი ბრძოლა მოიგო ნიკოლოზ შერაზადიშვილმა, რომელიც მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც მას ფრანგი – აქსელ კლერგე დაუხვდება.

ბექა ღვინიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნა!

სტატიის ავტორი
-