ჩინეთის მასტერსი: დღე I – საქმეში მსოფლიო ჩემპიონი ერთვება

12-14 დეკემბერს, ჩინეთის ქალაქი ცინდაო მასტერსის ტურნირს უმასპინძლებს. ცინდაოს მასტერსზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 11 სპორტსმენით წარსდგება.

ცინდაოს მასტერსზე პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების სახელით მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი – ლუხუმ ჩხვიმიანი იასპარეზებს, ასევე იასპარეზებენ ბაგრატ ნინიაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი.

-60 კგ

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხვალ, -60 კგ წონით კატეგორიაში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი – ლუხუმ ჩხვიმიანი იასაპრეზებს. ქართველი ფალავანი საქმეში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე უზბეკი – დიორბეკ უროზბოევი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში ლუხუმი ჩეხ – დეივიდ პულკრაბეკსა და ბრიტანელ – ეშლი მაგკენზის შორის გამარჯვებულს დაეჭიდება. ქართველ ფალავანს ბადეში ჰყავს ესპანელი – ფრანცისკო გარიგოსიც, რომელიც ამ ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფინალამდე ერთმანეთს არ გადაეკვეთებიან ლუხუმ ჩხვიმიანი და იაპონელი – რიუჯუ ნაგაიამა.

-66 კგ

2 ჩვენებური იბრძოლებს ჩინეთში ოქროს მოსაპოვებლად -66 კგ წონით კატეგორიაში. ბაგრატ ნინიაშვილი განთესილია და იგი საქმეში მეორე ეტაპიდან ერთვება, სადაც მისი მეტოქე სლოვენილი – ადრიან გომბოცი არის. გამარჯვების შემთხვევაში კი ბაგრატის მეტოქე მოლდოველ – დენის ვიერუსა და ისრაელის წარმომადგენელ – ტალ ფლიკერს შორის გამარჯვებული იქნება. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ბაგრატ ნინიაშვილს ბადეში არ გაუმართლა, მის ბადეში არიან ისეთი ძლიერი ძიუდოისტები როგორებიც არიან: გიორგი ზანთარაია (უკრაინა); მიხაილ პულიაევი (რუსეთი); ტალ ფლიკერი (ისრაელი).

რაც შეეხება ვაჟა მარგველაშვილს, ვაჟაც ბაგრატის მსგავსად განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ერთვება. მეორე ეტაპზე მისი მეტოქე კანადელი – იაკობ ვალოისი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში კი ვაჟა რუს – იაკუბ შამილოვსა და კუბელ – ოსნიელ სოლისს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

Live.ge ქართველ ძიუდოისტებს ჩინეთის მასტერსზე წარმატებას უსურვებს.

 

 

ჩინეთის მასტერსი: დღე I – საქმეში მსოფლიო ჩემპიონი ერთვება

სტატიის ავტორი
-