ნინიაშვილი 1/8 ფინალში, ხოლო ნოზაძე 1/4 ფინალშია!

დღეს, 21 თებერვალს სტარტი აიღო დიუსელდორფის გრანდ სლემმა, სადაც დღევანდელ დღეს საქართველოს სახელით 4 სპორტსმენი ასპარეზობს.

-66 კგ წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილი 1/8 ფინალში გავიდა, რაც შეეხება -60 კგ-ს, იგი 1/4 ფინალში გავიდა.

ბაგრატ ნინაიშვილმა გერმანელი – დენ მატუშჩოვიცი დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე რუსი – აბდულა აბდულჟალილოვი იქნება. რაც შეეხება თემურ ნოზაძეს, მან 1/8 ფინალში ბრიტანელი – ეშლი მაკენზი დაამარცხა და 1/4 ფინალში უძლიერეს იაპონელს – ნაოჰისა ტაკატოს დაუხვდება.

ნინიაშვილი 1/8 ფინალში, ხოლო ნოზაძე 1/4 ფინალშია!

სტატიის ავტორი
-