ძიუდო – ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი: დღე I | პრევიუ

6-10 ოქრომბერს, იტალიის ქალაქ ოლბიაში, ძიუდოში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 13 სპორტსმენით იასპარეზებს.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების სახელით 3 სპორტსმენი წარსდგება.

-60 კგ

-60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი და შაქრო შათირიშვილი იასპარეზებენ.

შაქრო შათირიშვილი განთესილი არ იქნება და ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც კანადელი მეტოქე – ჟოელ დემაერი ეყოლება. კანადური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, ქართველი ფალავანი ალჟირელ – აბდელატიფ ელ-მაჰდი ბუბეტრას შეხვდება.

რაც შეეხება გიორგი სარდალაშვილს, გიორგი განთესილია და ასპარეზობასი მეორე რაუნდიდან ერთვება. მისი მეტოქე ჩილელ – ლუკას ფერნანდესსა და ჰონგ-კონგელ – კა კი ვონგს შორის გამარჯვებული იქნება. გიორგი C ბადეში მონაწილებს და ამ ბადის ერთ-ერთი მთავარი ლიდერია.

-52 კგ

-52 კგ წონით კატეგორიაში ერთადერთი წარმომადგენელი გვეყოლება – მარიამ ლაფაჩიშვილი. მარიამი განთესილია და ასპარეზობაში მეორე რაუნდიდან ერთვება, სადაც ასევე განთესილი იტალიელი სპორტსმენი – ილენია მონაკო შეხვდება. იტალიური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მისი მეტოქე ბრიტანელ – სიან ბობროვსკასა და ფრანგ – ჩლოე დევიქტორს შორის გამარჯვებული იქნება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00, ხოლო ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე დაიწყება.

ძიუდო – ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი: დღე I | პრევიუ

სტატიის ავტორი
-