ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი – დღე I (მეტოქეები+შემადგენლობა)

დღეს, 4 ნოემბერს, ძიუდოში, სტარტს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი აიღებს, სადაც პირველ საშეჯიბრო დღეს 3 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს: შაქრო შათირიშვილი (-60 კგ); ლუკა კაპანაძე და ბექა წიფიანი (-66 კგ).

შაქრო შათირიშვილი განუთესავია და იგი ბრძოლაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე რუსი – ხეთაგ ბასაევი იქნება. -66 კგ წონით კატეგორიაში საქმე კი სხვანაირადაა. ორივე ქართველი განთესილია და ორივე მათგანი მეორე ეტაპიდან იასაპრეზებენ. ლუკა კაპანაძის მეტოქე – მაკედონიელ – ჰამზა ჯაშარისა და აზერბაიჯანელ – ახტან თანვერდიევს შორის გამარჯვებული იქნება, ხოლო რაც შეეხება წიფიანს, ბექა მოლდოველ – მარკ ლატისევს დაეჭიდება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ძიუდოისტებს.

ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი – დღე I (მეტოქეები+შემადგენლობა)

სტატიის ავტორი
-