ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: დღე III – ლაშა შავდათუაშვილის იმედად (პრევიუ)

ხვალ, 27 აგვისტოს, თბილისის დროით 05:00 საათზე, სტარტს აიღებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 საშეჯიბრო დღე, სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას -73 კგ წონით კატეგორიაში 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი – ლაშა შავდათუაშვილი დაიცავს.

ოლიმპიურ ჩემპიონს ბადეში ნამდვილად არ გაუმართლა, რადგან მას ძალიან რთული ბადე შეხვდა. ლაშა შავდათუაშვილი C ბადეში განთესილია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება. მისი მეტოქე კი სენეგალელ – ტიდიან დიოპსა და ავსტრალიელ – კალვინ ნოსტერს შორის გამარჯვებული იქნება. ვიყოთ რეალურები და ვივარაუდოთ, რომ ლაშა შავდათუაშვილი სენეგალელსა და ავსტრალიელ ძიუდოისტებს შორის გამარჯვებულს დაამარცხებს და შემდეგ ეტაპზე გავა, სადაც მისი მეტოქე არაბ – ვიქტორ სკორტოვსა და ამერიკელ – ნიკოლას დელპოლოს შორის გამარჯვებული იქნება. წესით ლაშას არც ამ ბარიერის დაძლევაც არ უნდა გაუჭირდეს და თავისუფლად უნდა გავიდეს მე-4 ეტაპზე. მე-4 ეტაპზე კი ლაშას მეტოქე ამ წონის ლიდერი, იაპონელი – შოჰეი ონო იქნება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლაშას ბადეში შოჰეი ონოს გარდა არიან: მონღოლი – ობდაირ განბატარი და იტალიელი – ჯოვანი ესპოსიტო.

-73 კილოგრამ წონით კატეგორიაში 92 სპორტსმენი იასპარეზებს. ჩვენებური ვერსიით, ამ წონის მთავარი ფავორიტი იაპონელი – შოჰეი ონოა. შოჰეი ონო ოლიმპიური, 2-გზის მსოფლიო ( + მოქმედი) და 2-გზის აზიის ჩემპიონია.

შოჰეი ონოს მთავარი პრეტენდენტები  2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი – ლაშა შავდათუაშვილი, აზერბაიჯანელი – რუსტამ ორუჯოვი და ასევე აზერბაიჯანელი – ჰიდაიატ ჰეიდაროვი იქნებიან.

 

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: დღე III – ლაშა შავდათუაშვილის იმედად (პრევიუ)

სტატიის ავტორი
-