ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი რუსების გარეშე ჩატარდება

უკრაინასა და რუსეთს შორის ომი დიდ შეშფოთებას იწვევს სპორტულ სამყაროში. ძიუდოში, რუს სპორტსმენებს უფლება მიეცათ მონაწილეობა მიიღონ მსოფლიო ტურის შეჯიბრებებში IJF-ის დროშის ქვეშ, ასევე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ოქტომბერში უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ჩატარდება.

რუსი სპორტსმენები მონაწილეობდნენ ულან-ბატორის გრანდ სლემზე. ეს უკრაინელთა დიდ შეშფოთებასა და პროტესტს იწვევს, რომელებმაც არამარტო ბოიკოტი გამოუცხადეს მონღოლეთის გრანდ სლემს, არამედ ახლახან გაავრცელეს განცხადება, რომ ისინი ბოიკოტს გამოუცხადებენ მსოფლიო ჩემპიონატს, თუ რუს სპორტსმენებს მიეცემათ უფლება მონაწილეობა მიიღონ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, სპორტის რამდენიმე სახეობაა, სადაც რუსეთისთვის კარები ღიაა. ძიუდო ერთ-ერთი მათგანია, თუმცა ბოლო გავრცელებული ინფორმაციით, რუსები მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას არ მიიღებენ.

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი რუსების გარეშე ჩატარდება

სტატიის ავტორი
-