ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი – დღე III: 3 სპორტსმენის იმედად (პრევიუ)

6-13 ივნისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება, სადაც საქართველოს სახელით 14 სპორტსმენი ასპარეზობს.

დღეს, 7 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის II საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების სახელით 3 სპორტსმენმა ისპარეზა და სამივე პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა ასპარეზობას: ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ); მარიამ ჯანაშვილი და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (-52 კგ).

მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრების ღირსებას 3 სპორტსმენი დაიცავს.

-73 კგ

-73 კგ წონით კატეგორიაში 2 წარმომადგენელი გვეყოლება: ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებული – ლაშა შავდათუაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი.

განთესილი არცერთი ქართველი არ იქნება და შესაბამისად ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვებიან. ნუგზარ ტატალაშვილის მეტოქე, ბელარუსის წარმომადგენელი – ვაძიმ შოკა იქნება. გამარჯვების შემთხვევაში კი ფარეს ბადავისა და რუმინეთის წარმომადგენელ – ადრიან სულკას შორის გამარჯვებულს შეხვდება. ნუგზარ ტატალაშვილი B ბადეში იასპარეზებს.

რაც შეეხება ოლიმპიურ ჩემპიონ – ლაშა შავდათუაშვილს, ლაშა C ბადეში იასპარეზებს და მისი მეტოქე პირველ ეტაპზე, პერუს წარმომადგენელი – ალონსო უონგი იქნება. პერუელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში, შავდათუაშვილი ალჟირელ – ფეტი ნოურინსა და ბრაზილიელ – ედუარდო ბარბოსას შორის გამარჯვებულს შეხვდება. თუ კი 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ბადეს წარმატებით გაივლის და ბოლო ეტაპამდე მივა, ბადის გამარჯვებული მასსა და მონღოლ – ცონგბაატარ ცენდ-ოჩირს შორის გაირკვევა, რომელიც ამ ბადის მთავარ ფავორიტად მიიჩნევა.

-57 კგ

-57 კგ წონით კატეგორიაში ერთადერთი წარმომადგენელი, ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონი – ეთერ ლიპარტელიანი გვყავს. ლიპარტელიანი განთესილი არ იქნება, შესაბამისად ასპარეზობას პირველი რაუნდიდან დაიწყებს. ეთერ ლიპარტელიანის მეტოქე ჩეხი – ვერა ზემანოვა იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი ბელგიელ – მინა ლიბეერს დაუპირისპირდება. იმ შემთხვევაში თუ ლიპარტელიანი ბელგიელ მეტოქეს დაამარცხებს, 1/8 ფინალში მისი მეტოქე მსოფლიო ჩემპიონი, იაპონელი – მომო ტამაოკი იქნება, რომელიც ამ წონის მთავარ ფავორიტად მიიჩნევა.

წინასწარი შეხვედრები 12:00, ხოლო ფინალური ბლოკი კი 19:00 საათიდან დაიწყება.

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი – დღე III: 3 სპორტსმენის იმედად (პრევიუ)

სტატიის ავტორი
-