ძიუდოში 2018 წლის საბოლოო რეიტინგები გამოქვეყნდა: 4 ქართველი TOP 10-ში

გუანჯოუს მასტერსით დასრულდა ძიუდოს 2018 წლის სეზონი. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, წლის საბოლოო რეიტინგი გამოაქვეყნა.

ვაჟთა შორის 7 წონიდან 2 წონაში ქართველები ლიდერობენ: -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ადგილზეა საქართველოს ნაკრების კაპიტანი – ვარლამ ლიპარტელიანი, +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი პირველ ადგილს იკავებს საქართველოს ისტორიაში მესამე მსოფლიოს ჩემპიონი – გურამ თუშიშვილი, რომელმაც ძალიან კარგი და წარმატებული სეზონი ჩაატარა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გურამ თუშიშვილმა საერთო ჩათვლაშიც მოიგო და ყველაზე მეტი ქულის დაგროვება მოახერხა – 7 202 ქულა  და მსოფლიოს უძლიერესი სპორტსმენის ტიტული მოიპოვა.

გთავაზობთ ძიუდოს 2018 წლის TOP 10 ძიუდოისტს საერთო ჩათვლაში, სადაც 3 ქართველია, ხოლო 1 წარმოშობით ქართველი, რომელიც ესპანეთის სახელით ასპარეზობს.

1.გურამ თუშიშვილი (საქართველო) –  7 202 ქულა

2.რიუჯი ნაგაიამა (იაპონია) – 6 970 ქულა

3.ჰიფუმი აბე (იაპონია) – 6 800 ქულა

4.საეიდ მოლაია (ირანი) – 6 693 ქულა

5.ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო) – 6 558 ქულა

6.სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია) –  6 440 ქულა

7.ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი)  -5 819 ქულა

8.მიხაილ კორელი (ჰოლანდია) – 5 706 ქულა

9.ნაოიშა ტაკატო (იაპონია) – 5 700 ქულა

10.ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო) – 5 451 ქულა

ძიუდოში 2018 წლის საბოლოო რეიტინგები გამოქვეყნდა: 4 ქართველი TOP 10-ში

სტატიის ავტორი
-