ევროპის ჩემპიონატი იწყება – I საშეჯიბრო დღეს 4 სპორტსმენით (შემადგენლობა+ბადეები)

18 ნოემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, სტარტს ევროპის ჩემპიონატი აიღებს, სადაც საქართველოს სახელით 11 სპორტსმენი იასპარეზებს.

პირველ საშეჯიბრო დღეს კი საქმეში 4 ქართველი სპორტსმენი ჩაერთვება. მამაკაცებში -60 და 66 კგ, ხოლო ქალებში კი -52 და -57 კგ წონითი კატეგორიები იასპარეზებენ.

-60 კგ

-60 კგ წონით კატეგორიაში, ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების სახელით მოქმედი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი – ლუხუმ ჩხვიმიანი იასპარეზებს. იგი განთესილი იქნება და ასაპრეზობაში მეორე რაუნდიდან ჩაერთვება. 1/8 ფინალში ლუხუმის მეტოქე ბულგარელ – იანისლავ გერჩევსა და იტალიელ – ბაჯიო დი ანჯელოს შორის გამარჯვებული იქნება.

-66 კგ

-66 კგ წონით კატეგორიაში კი საქართველოს ნაკრების ღირსებას – ვაჟა მარგველაშვილი დაიცავს. ქართველი ფალავანი განთესილი არ იქნება და იგი რუს მეტოქეს – მიხაილ პულიაევს დაუპირისპირდება.

-52 კგ 

მამაკაცების გარდა, ევროპის ჩემპიონატზე ქალი წარმომადგენლებიც გვეყოლება: ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (-52 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ). შუკვანი განთესილი არ იქნება და ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე აზერბაიჯანელი – გულთაი მამმადალიევი იქნება.

-57 კგ

პირველივე დღეს, -57 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს ახალგაზრებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი და 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონი – ეთერ ლიპარტელიანი. შუკვანის მსგავსად, არც ეთერი არ იქნება განთესილი და იგი ასპარეზობას პირველივე რაუნდიდან დაიწყებს. იგი ჩეხ – ვერა ზემანოვას შეეჭიდება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე, ხოლო ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.

Live.ge ქართველ ძიუდოისტებს წარმატებას უსურვებს.

ევროპის ჩემპიონატი იწყება – I საშეჯიბრო დღეს 4 სპორტსმენით (შემადგენლობა+ბადეები)

სტატიის ავტორი
-