ყაზანის გრანდ სლემი: დღე II – ლუკა კაპანაძე სადებიუტო შეჯიბრს იჭიდავებს (პრევიუ)

რუსეთის ქალაქ ყაზანში, გრანდ სლემი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს. პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა. ოქროს მედალი – ლუხუმ ჩხვიმიანმა მოიგო, რომელმაც ფინალში რობერტ მშვიდობაძე დაამარცხა.

ყაზანის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს 3 სპორტსმენი იასპარეზებს: ლუკა კაპანაძე, ნუგზარ ტატალაშვილი და ვლადიმერ ახალკაცი.

-73 კგ

-73 კგ წონით კატეგორიაში ორი წარმომადგენელი გვეყოლება. უფროსებში სადეიბუტო შეჯიბრს იჭიდავებს ლუკა კაპანაძე, რომელიც ასპარეზობაში განთესვის გამო მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე, ბულგარელ – მარკ ხრისტოვსა და ფინელ – რუპ კორჰონენს შორის გამარჯვებული იქნება. უნდა აღვნიშნოთ, რომ ლუკა კაპანაძეს საკმაოდ რთული ბადე აქვს, მას ბადეში ჰყავს ისრაელის წარმომადგენელი – ტოჰარ ბუტბული და ფრანგი – გუილამ ჩეინი.

ასევე განთესილი იქნება ნუგზარ ტატალაშვილი, რომელიც ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და ფილიპინელ – კეისეი ნაკანოს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში კი მისი მეტოქე ოლიმპიური ჩემპიონი, იტალიელი – ფაბიო ბაზილე იქნება. მას ასევე ბადეში ჰყავს უძლიერესი რუსი – დენის იარცევი.

-81 კგ

-81 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს ვლადიმერ ახალკაცი, რომელიც განთესილია და ასპარეზობაში მეორე რაუნდიდან ერთვება, სადაც უძლიერესი მეტოქე, თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებული, ბელგიელი – სამი ჩოუჩი ეყოლება. თუკი ქართველი ბელგიელის ბარიერს დაძლევს, ახალკაცის მეტოქე, ქუვეითელ – აბდულ ალხუზამსა და ეგვიპტელ – აბდელარჰამ მოჰამედს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე დაიწყება.

 

ყაზანის გრანდ სლემი: დღე II – ლუკა კაპანაძე სადებიუტო შეჯიბრს იჭიდავებს (პრევიუ)

სტატიის ავტორი
-