ტატო გრიგალაშვილი დიუსელდორფის გრანდ სლემის 1/8 ფინალშია!

დღეს, 22 თებერვალს, სტარტი დიუსელდორფის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღემ აიღო, სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას 4 ფალავანი იცავს: ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი -73 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ, ხოლო -81 კგ-ში კი, ნუგზარ ტატალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი იბრძოლებენ მედლებისთვის.

-81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა 1/8 ფინალური საგზური მოიპოვა. მან იტალიელი – ანტონიო ესპოსიტო დაამარცხა. მერვედფინალში კი მისი მეტოქე გერმანელი – ალექსანდრ ვიერშჩაკი იქნება.

ტატო გრიგალაშვილი დიუსელდორფის გრანდ სლემის 1/8 ფინალშია!

სტატიის ავტორი
-