იაპონიის ნაკრები თბილისის გრანდ სლემზე იასპარეზებს

3-5 ივნისს, თბილისში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება.

სულ ახალი და სასიხარულო ამბავია ის ფაქტი, რომ იაპონიის ნაკრები თბილისის გრანდ სლემზე იასპარეზებს. ეს ინფორმაცია იაპონიის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – კეიჯი სუძუკიმ იაპონურ მედიაში დაადასტურა. ასევე, Live.ge-ს საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში განუცხადეს, რომ იაპონელები დაინტერესებულები იყვნენ თბილისში ასპარეზობით და ისინი ჩვენს ქვეყანაში ჩამოფრინდებიან.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა შემადგენლობით ჩამოვლენ იაპონელები საქართველოში.

 

იაპონიის ნაკრები თბილისის გრანდ სლემზე იასპარეზებს

სტატიის ავტორი
-