ევროპის ძიუდოს ფედერაციამ (EJU-მ), ტოკიოს ოლიმპიადაზე, -90 კგ წონით კატეგორიის ფინალში მონაწილე გერმანელ სპორტსმენზე – ედუარდ ტრიპელზე წერს.
ედუარდ ტრიპელი ტოკიოს ოლიმპიადაზე ფინალში ლაშა ბექაურთან დამარცხდა.
სტატიის ბოლო 2 აბზაცში საუბარია ლაშა ბექაურზე, სადაც IJF 21 წლის ქართველ ოლიმპიურ და ევროპის ჩემპიონ – ლაშა ბექაურს, ქართულ საოცრებას უწოდებს.
“ფინალში, ედუარდ ტრიპელის მეტოქე, ქართველი – ლაშა ბექაური იყო. ბექაურის ფინალში გასვლა ბევრისთვის სიურპრიზი იყო, რადგან 21 წლის ქართველმა, მსოფლიო ჩემპიონატზე ტრავმა მიიღო და ოლიმპიადაზე ტრავმიანი ხელით წავიდა. თუმცა ეს ქართველი საოცრებისთვის პრობლემა არ აღმოჩნდა”.