ლაშა ბექაური მსოფლიოს ჩემპიონია!

რამდენიმე წუთის წინ ლაშა ბექაურმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოუტანა.

მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ეს მედალი ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებისთვის მესამეა. პირველი მედალი (ბრინჯაო) ჯაბა პაპინაშვილმა მოიპოვა, ასევე დღეს, ბრინჯაოს მედალი საქართველოს ნაკრების ყულაბაში ლუკა მაისურაძემ დაამატა.

ლაშა ბექაური მსოფლიოს ჩემპიონია!

სტატიის ავტორი
-