ლაშა შავდათუაშვილი დიუსელდორფის გრანდ სლემის 1/4 ფინალშია!

დღეს, 22 თებერვალს სტარტი აიღო 2019 წლის მეორე გრანდ სლემის მეორე დღემ დიუსელდორფში.

დღეს, იასპარეზებენ -73 და -81 კილოგრამ წონითი კატეგორიები. -73 კილოგრამში საქართველოს სახელით ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი ასპარეზობდნენ, სადაც ფრიდონ გიგანი პირველივე ეტაპზე გამოვარდა, ხოლო -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი გიორგი კაციაშვილი ასპარეზობს, რომელიც პირველ რაუნდში სლოვაკ – ფილიპ სტანცელთან იჭიდავებს, ასევე -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ბექა დონღვანიც იცავდა, თუმცა ბექა პირვივე ეტაპზე დამარცხდა აზერბაიჯანელ – ფაგან გულუზადასთან.

-73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი მესამე ეტაპზე კორეელ –  ჰეონჩეოლ კანგს დაუხვდა და დაამარცხა. ლაშამ ამ გამარჯვბით 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე  გერმანელ – ჰამსატ ისაევსა და რუს –  მუსა მოგუშკოვს შორის გამარჯვებული იქნება.

ლაშა შავდათუაშვილი დიუსელდორფის გრანდ სლემის 1/4 ფინალშია!

სტატიის ავტორი
-