ლაშა შავდათუაშვილი დიუსელდორფის გრანდ სლემის 1/8 ფინალში

დღეს, 22 თებერვალს, სტარტი დიუსელდორფის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღემ აიღო, სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას 4 ფალავანი იცავს: ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი -73 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ, ხოლო -81 კგ-ში კი, ნუგზარ ტატალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი იბრძოლებენ მედლებისთვის.

-73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი  1/8 ფინალში გავიდა. მან უზბეკი – შახრან ახმადოვი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე მისი მეტოქე სლოვენიელი – მარტინ ჰოიაკი იქნება.

 

ლაშა შავდათუაშვილი დიუსელდორფის გრანდ სლემის 1/8 ფინალში

სტატიის ავტორი
-