ლუკა კაპანაძემ ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო და 1/8 ფინალში გავიდა

დღეს, 4 ნოემბერს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, სტარტი ძიუდოს ახალგაზრდულმა ევროპის ჩემპიონატმა აიღო, სადაც პირველ საშეჯიბრო დღეს 3 ქართველი სპორტსმენი ასპარეზობს: შაქრო შათირიშვილი (-60 კგ); ლუკა კაპანაძე და ბექა წიფიანი (-66 კგ).

შაქრო შათირიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა პირველივე ბრძოლაში დაასრულა. იგი რუს მეტოქესთან ვერაფერს გახდა.

რაც შეეხება ლუკა კაპანაძეს, მან მისი პირველი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. კაპანაძემ აზერბაიჯანელი – აიხან თანვერდიიევი დაამარცხა და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე სერბ – მატეია სტოსიჩსა და შვედ – ლეონ სვალბერგს შორის გამარჯვებული იქნება.

 

ლუკა კაპანაძემ ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო და 1/8 ფინალში გავიდა

სტატიის ავტორი
-