ლუხუმ ჩხვიმიანმა დიუსელდორფის გრანდ სლემი გამარჯვებით დაიწყო!

დღეს, 22 თებერვალს სტარტი აიღო 2019 წლის მეორე გრანდ სლემმა დიუსელდორფში.

დღეს, იასპარეზებენ -60 და -66 კილოგრამ წონითი კატეგორიები. -60 კილოგრამში საქართველოს სახელით ჯაბა პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი ასპარეზობენ, ხოლო -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი გიორგი გუგულაშვილი ასპარეზობდა, რომელიც მეორე რაუნდში დამარცხდა და დიუსელდორფის გრანდ სლემს გამოეთიშა.

-60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუხუმ ჩხვიმიანი მეორე ეტაპიდან ჩაერთო გათამაშებაში და მისი მეტოქე სირიელი – მოჰამად აკაში იყო. ქართველმა ფალავანმა მეტოქე იპონით დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე აზერბაიჯანელ დავუდ მამადსოის და ჰონგ კონგელ – მარტინ ლაუს შორის გამარჯვებული იქნება.

ლუხუმ ჩხვიმიანმა დიუსელდორფის გრანდ სლემი გამარჯვებით დაიწყო!

სტატიის ავტორი
-