მესამე ოქრო: ლაშა შავდათუაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის გამარჯვებულია! (ვიდეო)

დღეს, 28 ოქტრომბერს სტარტი აიღო აბუ დაბის გრანდ სლემის მეორე დღემ, სადაც საქართველოს სახელით -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი ასპარეზობდნენ. ფრიდონ გიგანი პირველივე ეტაპზე ჩეხ ფალავანთა – იაკუბ ჯეჩმინეკთან დამარცხდა და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა. რაც შეეხება ლაშას, მან მეორე ეტაპიდან დაიწყო და პირველივე ბრძოლაში იაპონელი ტაკეში დოი დაამარცხა. 1/4 ფინალში მან ჩინელი მეტოქის დამარცხება მოახერხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ნახევარფინალში კი მან, შვედი ტომი მაკიასი დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ფინალში ლაშას მეტოქე კოსოვოელი აკილ გიაკოვა იყო, რომლის დამარცხებაც ლაშამ მარტივად მოახერხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ ლაშა შავდათუაშვილმა აბუ დაბის გრან სლემზე საქართველოს მესამე ოქროს მედალი შესძინა. ოქროს მედლის მოპოვება გუშინ, ამირან პაპინაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა მოახერხეს.

სტატიის ავტორი
-