მსოფლიო ჩემპიონატი – II დღე: პირველი ეტაპი სამივე ქართველმა წარმატებით გადალახა

დღეს, 26 აგვისტოს, სტარტი აიღო ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღემ, სადაც მამაკაცებში -66 კგ წონით კატეგორია, ხოლო ქალებში -52 კგ წონით კატეგორია ასპარეზობენ.მამაკაცებში საქართველოს ღირსებას ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი იცავენ, ხოლო ქალებში ტატიანა ლევიცკა-შუკვანი.

ვაჟა მარგველაშვილი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთო და მისი მეტოქე ეგვიპტელი აჰმედ აბელრაჰმანი იყო, რომელიც მან მარტივად დაამარცხა და მე-3 რაუნდში გავიდა, სადაც მისი მეტოქე სამხრეთ კორეელი – ლიმჰვან კიმი იქნება.

ბაგრატ ნინიაშვილი ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთო, სადაც მისი მეტოქე 19 წლის გვინეელი – მუსა კაბა იყო, რომელიც ქართველმა მარტივად დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ავსტრალიელი – ნათან კაცი იქნება.

რაც შეეხება ტატიანა ლევიცკა-შუკვანს, იგიც ნინიაშვილის მსგავსად ბრძოლაში პირველივე ეტაპზე ჩაერთო, სადაც მისი მეტოქე პოლონელი – ალექსანდრა კალეტა იყო, მან მარტივად გადალახა პოლონური ბარიერი და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ვიეტნამელი – თუი ნიუგენი იქნება.

მსოფლიო ჩემპიონატი – II დღე: პირველი ეტაპი სამივე ქართველმა წარმატებით გადალახა

სტატიის ავტორი
-