ონისე ბუღაძემ ბუდაპეშტის გრან პრი გამარჯვებით გახსნა!

დღეს, 14 ივნისს, სტარტი აიღო ბუდაპეშტის გრან პრიმ, სადაც -90, -100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიები ასპარეზობენ.

მთავარი ძალა საქართველოს ნაკრებს -90 კგ-ში ჰყავს, სადაც ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი გამოდიან. -100 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს გიორგი ბერიაშვილი, ხოლო +100 კგ-ში კი ონისე ბუღაძე და გელა ზაალიშვილი.

ონისე ბუღაძის მეტოქე პირველ რაუნდში დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი – ხოსე ნოვა ალკანტარა იყო, რომელიც ქართველმა მარტივად დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე  უზბეკ – ბეკმუროდ ოლტიბოევსა და ავსტრიელ – ლიამ პარკს შორის გამარჯვებული იქნება.

ონისე ბუღაძემ ბუდაპეშტის გრან პრი გამარჯვებით გახსნა!

სტატიის ავტორი
-