ოფიციალურად: რუსი და ბელარუსი ძიუდოისტები ყველა საერთაშორისო შეჯიბრიდან მოკვეთეს

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისა (IJF) და ევროპული ძიუდოს ფედერაციების (EJU) გადაწყვეტილებით, რუსი და ბელაური ძიუდოისტები, ყველა საერთაშორისო შეჯიბრიდან მოიკვეთნენ.

ინფორმაცია ოფიციალურად ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დაადასტურა.

რუსი და ბელაური ძიუდოისტები მოიკვეთნენ როგორც საერთაშორისო , ასევე ევროპული შეჯიბრებებიდან.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს რუსებს მსოფლიო ჩემპიონი -60 კგ-ში, იაგო აბულაძე ჰყავდათ. ასევე, +100 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა ინალ ტასოევი.

გასულ წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე, რუსეთის ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა, სამივე ბრინჯაოს სინჯის: -100 კგ: ნიაზ ილიასოვი; +100 კგ: ტამერლან ბაშაევი და -70 კგ: მადინა ტაიმაზოვა.

 

ოფიციალურად: რუსი და ბელარუსი ძიუდოისტები ყველა საერთაშორისო შეჯიბრიდან მოკვეთეს

სტატიის ავტორი
-