ოფიციალურად: ტედი რინერი თბილისში ჩამოდის

26-28 მარტს საქართველოს დედაქალაქში, თბილისის გრანდ სლემი გაიმართება. სპორტსმენები ნელ-ნელა უკვე იწყებენ რეგისტრაციას. თავდაპირველად ტედი რინერი თბილისის ჩასატარებელ გრანდ სლემზე დარეგისტრირდა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ კი რეგისტრაცია მოხსნა.

Live.ge-ს ინფორმაციით ტედი რინერი 14 მარტს თბილისში ჩამოვა და შეკრებას გაივლის, თუმცა შეჯიბრზე მონაწილეობას არ მიიღებს. ტედი თბილისში მხოლოდ შეკრების გამო ჩამოვა.

ამ წუთის მონაცემებით, თბილისის გრანდ სლემზე 73 ქვეყნის 396 სპორტსმენია დარეგისტრირებული.

შეგახსენებთ, რომ ტედი რინერი ორგზის ოლიმპიური, ათგზის მსოფლიოსა და ხუთგზის ევროპის ჩემპიონია.

ოფიციალურად: ტედი რინერი თბილისში ჩამოდის

სტატიის ავტორი
-