ქართველების ტრიუმფი ევროპის თასზე – 12 მედალი ჩეხეთიდან

3-4 ივნისს ჩეხეთის დედაქალაქმა პრაღამ ძიუდოში ევროპის თასს უმასპინძლა.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე 41 ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი (35 მამაკაცი, 6 გოგონა), საიდანაც 12-მა მათგანმა მედლის მოპოვება შეძლო

60 კგ. – თომა გელაშვილი, ბრინჯაო

66 კგ. – ხვიჩა გაფრინდაშვილი, ვერცხლი

73 კგ. – კოტე კაპანაძე, ოქრო

81 კგ. – ლუკა ბაბუციძე, ვერცხლი

81 კგ. – ლუკა თურაზაშვილი, ბრინჯაო

90 კგ. – თამაზ კობერიძე, ვერცხლი

100 კგ. – გიორგი ბადუაშვილი, ოქრო

100 კგ. – ერეკლე ბაზიერიშვილი, ბრინჯაო

100 კგ. – მიხეილ ჯაფარიძე, ბრინჯაო

+100 კგ. – შალვა გურეშიძე, ოქრო

+100 კგ. – უჩა ტაბატაძე, ვერცხლი

+100 კგ. – გიორგი ტაბატაძე, ბრინჯაო

აღსანიშნავია მძიმე წონაში გამართული ქართული ფინალი, სადაც შალვა გურეშიძემ უჩა ტაბატაძე დაამარცხა. საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა გუნდმა იაპონიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

ქართველების ტრიუმფი ევროპის თასზე – 12 მედალი ჩეხეთიდან

სტატიის ავტორი
-