შათირიშვილი ევროპის ჩემპიონატს პირველივე ბრძოლაში დაემშვიდობა

დღეს, 4 ნოემბერს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, სტარტი ძიუდოს ახალგაზრდულმა ევროპის ჩემპიონატმა აიღო, სადაც პირველ საშეჯიბრო დღეს 3 ქართველი სპორტსმენი ასპარეზობს: შაქრო შათირიშვილი (-60 კგ); ლუკა კაპანაძე და ბექა წიფიანი (-66 კგ).

შაქრო შათირიშვილი განუთესავი იყო და იგი ბრძოლაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთო, სადაც მეტოქედ რუსი – ხეთაგ ბასაევი ჰყავდა. შაქრო რუს მეტოქესთან ვერაფერს გახდა. ქართველი ფალავანი რუსმა ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ კი მეორე გდება გაუკეთა და იპონით დამარცხდა.

 

შათირიშვილი ევროპის ჩემპიონატს პირველივე ბრძოლაში დაემშვიდობა

სტატიის ავტორი
-