ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალშია!

დღეს, 30 აგვისტოს, სტარტი აიღო ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ბოლოს წინა დღემ, სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას -100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი იცავს.

30 წლის ძიუდოისტი A ბადეში მონაწილეობს და საკუთარ ბადეში მხოლოდ იგი არის განთესილი, შესაბამისად ლიპო საქმეში მეორე რაუნდიდან ჩაერთო, სადაც მისი მეტოქე ესტონელი – გრიგორ მინასკინსკი იყო, რომელთანაც ლიპომ მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ფრანგი – ალექსანდრ იდდირი იყო, ვარლამმა ფრანგული ბარიერიც გადალახა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე პორტუგალიელ – ხორხე ფრონჩესკასა და ირლანდიელ – ბენჟამინ ფლეტჩერს შორის გამარჯვებული იქნება.

ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალშია!

სტატიის ავტორი
-