ანტალიის გრანდ სლემი – საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

პირველი აპრილიდან სამი აპრილის ჩათვლით, თურქეთის ქალაქ ანტალიაში, ანტალიის გრანდ სლემი აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობით, 7 სპორტსმენი იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის – ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, ქართველი სპორტსმენები მხოლოდ -60, -81, -90, -100-სა და +100 კგ წონით კატეგორიებში იასპარეზებენ. -66 და -73 კგ წონით კატეგორიაში წარმომადგენელი არ გვეყოლება, ასევე ანტალიაში არ იჭიდავებენ ქალი ძიუდოისტები.

შემადგენლობა ანტალიის გრანდ სლემისთვის

-60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი; ჯაბა პაპინაშვილი

-81 კგ: გიორგი შერაზადიშვილი

-90 კგ: ბექა ღვინიაშვილი; ლუკა მაისურაძე

-100 კგ: ონისე სანებლიძე

+100 კგ: გურამ თუშიშვილი

ანტალიის გრანდ სლემი – საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სტატიის ავტორი
-