საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები შეკრებას იაპონიაში გადის

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ძირითადი ბირთვი შეკრებას იაპონიაში გადის.

იაპონიაში საერთო წვრთნაში საქართველოს გარდა, იაპონიის, აზერბაიჯანის, გერმანიისა და ისრაელის ნაკრებები არიან ჩართულნი.

ქართველი ძიუდოისტები წვრთნას 10 მარტამდე გააგრძელებენ, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდებიან და თბილისის გრანდ სლემისთვის მოემზადებიან.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები შეკრებას იაპონიაში გადის 1

ქართველი ძიუდოისტები, რომლებიც იაპონიაში საერთო წვრთნაში მონაწილეობენ: ავთანდილ ჭრიკიშვილი, გიორგი ბერიაშვილი, საბა ინანეიშვილი, ილია სულამანიძე, ლაშა ბექაური, გურამ თუშიშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ლუკა მაისურაძე და გიორგი სარდალაშვილი.

საქართველოს ნაკრებს ასევე ახლავს მთავარი მწვრთნელი – ლაშა გუჯეჯიანი და ნაკრების მთავარი ექიმი – გიორგი მგელაძე.

ფოტოები იაპონიის შეკრებიდან

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები შეკრებას იაპონიაში გადის 2
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები შეკრებას იაპონიაში გადის 3
ლაშა შავდათუაშვილი და იოშირო მარუიამა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები შეკრებას იაპონიაში გადის 4
გურამ თუშიშვილი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები შეკრებას იაპონიაში გადის 5

ლაშა შავდათუაშვილი და იოშირო მარუიამა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები შეკრებას იაპონიაში გადის

სტატიის ავტორი
-