საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა ძიუდოისტებმა 9 მედალი მოიპოვეს. 9 მედალი არცერთ სხვა ქვეყანას არ მოუპოვებია და საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზე გავიდა.

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ 3 ოქრო ვერცერთმა ქვეყანამ ვერ მოიპოვა, გარდა საქართველოს ნაკრებისა. გთავაზობთ ქართველი ძიუდოისტების მიერ მოპოვებულ მედლებს: 3 ოქროს მედალი – ონისე სანებლიძე; გელა ზაალიშვილი; ლუკა მაისურაძე.

2 ვერცხლის მედალი – ეთერ ლიპარტელიანი; ტატო გრიგალაშვილი.

4 ბრინჯაოს მედალი – ჯაბა პაპინაშვილი; სოფო სომხიშვილი; მარიამ ჭანტურია; ბაგრატ ნინიაშვილი.

 

საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა

სტატიის ავტორი
-